
"დნეპრისა" და კიევის "დინამოს" შეხვედრის დროს ბოიკო შემთხვევით შეეჯახა გუსევს, რომელსაც თავში მუხლი მთელი ძალით მოხვდა და გონება დაკარგა.
შემთხვევა დნეპროპეტროვსკში დღეს მოხდა. ბურთის მისაღებად კარიდან გამოსულმა ბოიკომ მაღალი ნახტომი გააკეთა და მისი მოხრილი მუხლი სახის მარჯვენა ნაწილში მოხვდა ოლეგ გუსევს. წაქცეულ, ასფიქსიაში ჩავარდნილ გუსევს პირველი ჯაბა კანკავა მივარდა და პირველი დახმარება გაუწია.