
„ნატოს გაფართოების პროცესი გრძელდება, უკრაინასთან კი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ურთიერთობა უფრო მჭიდრო ხდება“, - ამის შესახებ განცხადება ანდერს ფოგ რასმუსენმა გერმანულ მედიასაშუალებასთან ინტერვიუში გააკეთა.
გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ ნატოში აღმოსავლეთ ქვეყნების გაწევრიანება ჩვენი დროის შთამბეჭდავი წარმატებაა. აღმოსავლეთ ქვეყნების ალიანსში შესვლის თაობაზე საუბრისას რასმუსენმა ისიც დასძინა, რომ თუ ეს ნატოს სტანდარტებსა და პრინციპებს შეესაბამება სრული უფლება აქვს ნატოს წევრობაზე განაცხადი გააკეთოს.
ამ ეტაპზე კი ნატოში გაწევრიანებისთვის ბოსნია-ჰერცოგოვინა, მაკედონია, მონტენეგრო და საქართველო მიისწრაფიან.