
ჯერჯერობით, რუსეთის მხრიდან არანაირი საფრთხე არ არსებობს, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ რუსეთიდან მოსალოდნელ შესაძლო სამხედრო საფრთხეებზე საუბრისას განაცხადა.
"რუსეთის მხრიდან არანაირი საფრთხე არ არსებობს. წინასწარ მოვლენებს ნუ გავუსწრებთ, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, შემდეგ გავაკეთოთ დასკვნა და კომენტარები", - განაცხადა ალექსანდრე ჭიკაიძემ.