
მიხეილ სააკაშვილმა კიევის უნივერსიტეტში გამართული შეხვედრის დროს სტუდენტებს უთხრა, რომ პოლიტიკაში მადლიერების გრძნობა არ არსებობს, სამაგიეროდ წყენას ადვილად არ ივიწყებენ და გდევნიან.
სააკაშვილის თქმით, პოლიცია დღემდე არაა კორუმპირებული, იმის მიუხედავად, რომ მთავრობაში ძველი „გაიშნიკები“ მოვიდნენ:
„პოლიტიკაში მადლიერება არ არსებობს, კარგ საქმეებს ადვილად ივიწყებენ, ხოლო წყენა არ ავიწყდებათ და რაღაც დროის შემდეგ გდევნიან. დიახ, ახლა მერაბიშვილი ციხეშია და მათ სურთ, რომ საქმე აღძრან ჩემს წინააღმდეგ, უფრო სწორად, მოწმედ დამკითხონ.
პრემიერ–მინისტრმა განაცხადა, რომ საკმარისი მტკიცებულებებია იმისთვის, რომ მოხდეს ჩემი დაკითხვა. თუმცა მთავარია, რომ ის ინსტიტუტები, რომლებიც ჩვენ შევქმენით, მყარად დგას, – ეს არის რეფორმის მთავარი შედეგი. ჩვენ შევქმენით პოლიცია, რომელიც დღემდე არ არის კორუმპირებული, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობაში ძველი „გაიშნიკები“ მოვიდნენ, რომლებიც ჩვენ გავუშვით.
ისინი მოვიდნენ პროგრამით, გაანადგურონ ჩვენს მიერ შექმნილი ინსტიტუტები და შუშის შენობები, იმიტომ, რომ ეს არის თანამედროვე ევროპის ყველაზე თანამედროვე არქიტექტურა, ყოველგვარი გადჭარბების გარეშე“ – განაცხადა სააკაშვილმა.