უკრაინის რადა "მემარჯვენე სექტორის" ალყაშია - კიევი Online

Image

"მემარჯვენე სექტორი" უკრაინის უმაღლეს რადასთან შეიკრიბა და შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომა, ხოლო უკვე გადამდგარი თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის ტრიბუნალისთვის გადაცემა მოითხოვა.

 როგორც "ესპრესო ტვ"-ს პირდაპირი რეპორტაჟიდან ჩანს, რადის წინ დაახლოებით 2 ათასი ადამიანია შეკრებილი. ისინი უკრაინის ხელისუფლების მოქმედებას კაპიტულაციას უწოდებენ და მოითხოვენ, საყოველთაო მობილიზაცია გამოცხადდეს. მომიტინგეები სკანდირებენ: "სირცხვილი!"; "რევოლუცია!" - სწორედ ამ შეძახილებით შეაწყვეტინეს მიმართვს რადის წარმომადგენლებს, რომლებმაც მათ სთხოვეს, პროვოკაცია არ მოეწყოთ.

 

მიტინგი ამ დრომდე გრძელდება. იმის მიუხედავად, რომ უკრაინის რადამ უკვე დაამტკიცა ცვლილებები მობილიზაციის სესახებ კანონში და მასში ჩაწერა, რომ 44-დან 55 წლის ასაკის მამაკაცებს აქვთ უფლება, თავიანთი პატრიოტული ვალი შეასრულონ სამშობლოს წინაშე, "მემარჯვენე სექტორმა" რადას ახალი მოთხოვნა: შინაგან საქმეთა მინისტრ ავაკოვის გადადგომა გაუგზავნა და დეპუტატებისგან პასუხს ელოდება.

 

უკვე იყო შტურმის მცდელობა - "მემარჯვენე სექტორის" წარმომადგენლებმა იერიში მიიტანეს რადის პირველ სართულზე, ჩაამსხვრიეს მინები, თუმცა აქციის ორგანიზატორების თხოვნა გაითვალისწინეს და რადაში არ შეჭრილან. ისინი აცხადებენ, რომ დეპუტატებისგან პასუხს ელოდებიან და შემდეგ გადაწყვეტენ, როგორ იმოქმედონ.

 

კიევის დროით 21:30 საათზე ცნობილი გახდა, რომ ტურჩინოვმა რადის სხდომა ხვალამდე გადადო.

 

"ესპრესო ტვ" - პირდაპირი

 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !