
უკრაინის ყოფილმა პრემირმინისტრმა იულია ტიმოშენკომ, რომელიც პატიმრობიდან მიმდინარე წლის 22 თებერვალს გაათავისუფლეს, მრავალი წლის მანძილზე პირველი პრესკონფერენცია გამართა, სადაც ყავარჯნით მივიდა.
პრესკონფერენციაზე ტიმოშენკომ განაცხადა, რომ იგი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს და საკუთარი გამოსვლა აგიტაციას დაუთმო. მან ასევე აღნიშნა, რომ მისი კანდიდატურა ფაქტობრივად უალტერნატივოა.
ტიმოშენკოს თქმით, იგი გაანადგურებს კორუფციას და ყირიმს უკრაინას დაუბრუნებს. მისივე განცხადებით მედვედევი მისი მეგობარი არ არის, კლუევს ციხეში არ მოუნახულებია, პუტინი კი მისი ნომერ პირველი მტერია.