-
2014-03-27 22:57
„ევრაზიული არჩევანი-საქართველო“ იმითაცაა ცნობილი, რომ 2007 წელს საქართველოში ნატოს შესახებ ჩატარებული რეფერენდუმი გაყალბებულად მიაჩნდა და აცხადებდა, რომ ნატოსკენ სწრაფვა მოსახლეობის უმრავლესობის არჩევანი არ არის, ამიტომ ხელახალი რეფერენდუმია საჭირო.
ორგანიზაციის თავმჯდომარის, არჩილ ჭყოიძის განმარტებით, „მიხეილ სააკაშვილმა როგორც არჩევნები, ასევე რეფერენდუმის სედეგები გააყალბა“, ამიტომ ხელახალი რეფერენდუმი აუცილებელია. ამის შესახებ 2013 წელს ორგანიზაციამ სპეციალური განცხადებაც გააკეთა, ხოლო არჩილ ჭყოიძე აცხადებდა:
,,რა სამწუხაროც არ უნდა იყოს, როდესაც საუბრობენ, რომ ქართველმა ხალხმა ასეთი არჩევანი გააკეთა, აქ საუბარია 2007 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე, როდესაც ჩატარდა რეფერენდუმი და მაშინ საქართველოს მოსახლეობის 70 პროცენტმა მხარი დაუჭირა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციას, თუმცა არავინ არ საუბრობს იმაზე, რომ ის არჩევნები იყო გაყალბებული.
აქედან გამომდინარე, თავისუფლად შესაძლებელია, რომ გაყალბებულიყო რეფერენდუმიც და აპელირება და საუბარი იმაზე, რომ 2007 წლის რეფერენდუმით შეიძლება ჩვენ ვთქვათ, რომ ეს არის ქართველი ხალხის არჩევანი, არ არის სწორი.
დღეს უკვე ჩანს, რომ სააკაშვილი არა მარტო საპრეზიდენტო არჩევნებს აყალბებდა, არამედ ის ყველა არჩევნებს და გამოკითხვებს აყალბებდა. შეიძლება თავისუფლად ითქვას, რომ ეს ქართველი ხალხის ნება არ არის და აუცილებლად უნდა ჩატარდეს ახალი რეფერენდუმი იმისათვის, რომ ჩვენ რეალურად გავიგოთ ნამდვილად სურს თუ არა ქართველ ხალხს ნატო-ში”-აცხადებდა არჩილ ჭყოიძე.