
"ევრაზიული არჩევანი - საქართველოს" ლიდერი არჩილ ჭყოიძე აცხადებს, რომ 28 მარტს გრიბოედოვის თეატრში დაგეგმილი ტელეხიდის ჩაშლის საფრთხე არსებობს და შსს-ს მიმართავს, ამის აღსაკვეთად ზომები მიიღოს.
განცხადება ჭყოიძემ გამოცემა "კორესპონდენტ.ჯი"-სთან საუბარში გააკეთა და აღნიშნა, რომ ბოლო დროს მსგავსი აქციებისა და ღონისძიებების ჩაშლის მცდელობები განსაკუთრებით გახშირდა:
„დავწერე მიმართვა წერილობითი სახით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მისამართით, სადაც მე, როგორც საქართველოს მოქალაქე და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი მოვითხოვ, ჩემს მიერ ჩატარებული აქციების და ღონისძიებების მსვლელობისას შესაძლო პროვოკაციებისგან დაცვას.
სოციალურ ქსელ ,,ფეისბუქზე“ შეიქმნა მორიგი გვერდი ჩვენი რადიკალი მოწინააღმდეგეების მიერ, სადაც ,,რია ნოვოსტის“ ოფისში ჩემს მიერ დაგეგმილი ტელეხიდის ჩაშლით იმუქრებიან. იმედია, სახელმწიფო დადგება მოწოდების სიმაღლეზე და სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებასთან ერთად მოგვცემენ საშუალებას ადამიანებს, რომ დავკავდეთ პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი საქმიანობით, კანონით დაშვებულ ფარგლებში“, - აცხადებს ჭყოიძე.