
მიხეილ სააკაშვილი დისტანციურ დაკითხვაზეც უარს აცხადებს. მისი თქმით, ეს მოთხოვნები არალეგიტიმურია. სააკაშვილი ხელისუფლებას ურჩევს უკრაინის მაგალითი გაითვალისწინოს, უკრაინის მაგალითზე ნათელია, როგორ მთავრდება ხელისუფლებისთვის პროკურატურის ამგვარი გამოყენება.
“შეეშინდათ საერთაშორისო ზეწოლის როგორც ჩანს და ახლა ფორმები შეცვალეს, იმიტომ რომ კარგად აუხსნეს ამერიკელებმა და ევროპელებმა, მაგრამ უკრაინისგან მაინც აიღონ მაგალითი, რითი მთავრდება პროკურატურის ასე გამოყენება, ცუდად მთავრდება, ეს ჩემი რჩევაა. მითუმეტეს იმ პროკურატურისგან, რომელსაც კაცის კაცი მართავს და მთავრობის მხრიდან, რომელსაც ასევე კაცის კაცი მართავს. ამ პროცესს არ აქვს არანაირი ლეგიტიმურობა და მე კიდევ ძალიან ბევრი საქმე მაქვს, სისულელეებზე დრო რომ არ ვხარჯო”, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.