თბილისში, პუშკინის სახელობის სკვერში ორგანიზაცია "დედამიწა ჩვენი სახლიას" მიერ გამართულ პრორუსულ აქციას შეტაკებები მოჰყვა.
პოლიციამ აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავა. პრორუსული აქციის წინააღმდეგ გამომსვლელებს შორის იყო ცნობილი "ბაბუ", განუყრელი აშშ-ის დროშით. ფოტო ერთერთმა უკრაინულმა პორტალმა მოათავსა რუბრიკაში "დღის ამბები ფოტოებში".