
კიევის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ფილარეტი აცხადებს, რომ მტერი მათ სახელმწიფოს უკვე დაესხა თავს და მომავალში, შესაძლოა, აგრესიის მასშტაბები რუსეთის ხელისუფლების მხრიდან გაფართოვდეს.
ამის შესახებ კიევის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის პრესსამსახური იტყობინება.
„მტერი უკვე დაესხა თავს ჩვენს სახელმწიფოს, მას ოკუპირებული აქვს უკრაინის მიწის ნაწილი. თვისობრივად, ომის გამოუცხადებლად რუსეთის ხელმძღვანელობამ უკვე დაიწყო ომი უკრაინის წინააღმდეგ. მაგრამ ახლა თითოეულ ჩვენგანზე ერთი რამაა დამოკიდებული: ან კრემლის აგრესია უკრაინისადმი ამით შეჩერდება, ან რუსეთის ხელისუფლება გააჩაღებს ფართომასშტაბიან ომს უკრაინელ ხალხთან“, - მიიჩნევს პატრიარქი ფილარეტი.
პატრიარქი აცხადებს, რომ მტრის შეჩერებას შეძლებს არამარტო იარაღი, არამედ სულის სიმტკიცე და უკრაინელი ხალხის ერთიანობა.
„ამიტომაც მივმართავ თითოეულ მოქალაქეს: შეწყვიტეთ მტრობა და შუღლი, გადადეთ გვერდზე პირადი წყენა და კონფლიქტები, არ გაავრცელოთ პანიკური განწყობა და ნურც თავად ჩავარდებით პანიკაში. ჩვენი საერთო სახლის - ერთიანი უკრაინის მომავალი დღეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სხვა ყველაფერი“, -აცხადებს პატრიარქი ფილარეტი და იმედს გამოთქვამს, რომ უკრაინა ამ რთული ეტაპის გადალახვას ღურსეულად შეძლებს.