-
2014-03-27 20:12
საქართველოს მთავრი პროკურატურის წინადადებას, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დისტანციური მეთოდიდ დაკითხვასთან დაკავშირებით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ეხმაურებიან.
დეპუტატ გივი თარგამაძის განცხადებით მიხეილ სააკაშვილი არ აპირებს მიიღოს მონაწილეობა „იმ სპექტაკლში, რომელსაც მთავარი პროკურატურა დგამს“:
„შერბილებული იყო დღეს თავად ჰაკიმ ფაშას ტონიც, როგორც ჩანს ყურის რაღაც ნაწილი ეწოდა, იმიტომ, რომ აუწიეს, მაგრამ დანარჩენი რაც შემოგვთავაზა პროკურატურამ, ეს ამ სპექტაკლის გაგრძელებაა, დისტანციურად ჩაწერა, მოკლე მანძილზე, არც დისტანციურად, არც მოკლედ, არც ადგილზე და არც სადმე სხვაგან, სააკაშვილი ამ სპექტაკლში მონაწლიეობას არ მიიღებს, ყველაფერი ძალიან კონკრეტულად იყო ჩამოყალიბებული, ამიტომ შემდგომი მოქმედებები არის რაღაც სპექტაკლის ნაწილი“, - განაცხადა გივი თარგამაძემ.