-
2014-03-27 18:21
საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი "ცინიკურს" უწოდებს "ნაციონალური მოძრაობის" მოთხოვნას ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე ნდობის ჯგუფის შექმნის შესახებ და ამბობს, რომ არავითარი ნდობის ჯგუფი არ შეიქმნება.
"მათი განცხადება არის ძალიან ცინიკური. როგორ შეიძლება ის ადამიანები შევიდნენ ნდობის ჯგუფში, ვინც ცხრა წლის განმავლობაში არაფერი გააკეთა ამ საქმის გამოსაძიებლად? თუ გამოძიება უნდოდათ, გამოეძიებინათ...
ეს ისეთია, ცხვრის ფარას რომ მგელი დაუყენო მწყემსად. არავითარი ნდობის ჯგუფი და, მით უმეტეს, "ნაციონალების" მონაწილეობით, არ შეიქმნება", - განაცხადა საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.