პროკურატურა მიხეილ სააკაშვილს Skype-ით დაკითხვას სთავაზობს

Image

საქართველოს მთავარი პოროკურატურა განმარტავს, რომ მიხეილ სააკაშვილის მოწმის სახით დაბარება არ ითვალისწინებდა მის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას. პროკურატურის განცხადებით, სააკაშვილს ამჯერად ტექნიკური საშუალებებით, მაგალითად, Skype-ის მეშვეობით დაკითხვას სთავაზობენ და ერთკვირიან ვადას აძლევენ.

საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადება

 

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ 2014 წლის 27 მარტს ალექსანდრე (სანდრო) გირგვლიანისა და ლევან ბუხაიძის მიმართ 2006 წლის 28 იანვარს ჩადენილი დანაშაულისათვის მსჯავრდებული პირების: გ. ალანიას, ალ. ღაჭავას, მ. ბიბილურიძისა და ა. აფციაურის კანონის დარღვევით შეწყალების ფაქტზე მიმდინარე გამოძიებაზე, მოწმის სახით დაკითხვაზე დაბარებული იყო საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

 

ამ უკანასკნელმა მასმედიის საშუალებებით საჯარო გამოსვლებისას დააფიქსირა, რომ არ აპირებდა საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას დაკითხვაზე და მართლაც არ გამოცხადდა დათქმულ დროს მთავარ პროკურატურაში.

 

მიხეილ სააკაშვილის მოწმის სახით დაბარებასთან დაკავშირებით გვინდა განვმარტოთ, რომ საქართველოს პროკურატურამ საზოგადოების და დასაკითხი პირის სრულად ინფორმირების მიზნით წინასწარ გაავრცელა ინფორმაცია ყველა იმ სისხლის სამართლის საქმეზე, რომლის ფარგლებშიც გამოძიება დგას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკითხვის აუცილებლობის წინაშე.

 

აღნიშნულ საქმეებზე პროკურატურა აქტიურად მუშაობს 2013 წლიდან მოყოლებული და მათზე ჩატარებულია მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები, დაკითხული არიან მოწმეები, მიმდინარეობს ექსპერტიზები, ამოღებულია მტკიცებულებები და ამ დროისთვის საქმეებზე გრძელდება ინტენსიური გამოძიება. მ.სააკაშვილის სტატუსიდან გამომდინარე, ხსენებულ საქმეებზე გამოძიება მთავარი პროკურატურის ხელძღვანელობის კოორდინაციის ქვეშ მიმდინარეობს და შესაბამისად, ვინაიდან ის არის ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი, მისი მოწმის სახით დაბარება-დაკითხვას, რომ არ მიეღო სისტემატური და დროში გაწელილი ხასიათი, მიღებული იქნა გადაწყვეტილება მნიშვნელოვან და გახმაურებულ საქმეებზე, მომხდარიყო მისი ერთდროულად ინფორმირება რამოდენიმე საქმეზე დაკითხვის აუცილებლობაზე.

 

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა საჯარო გამოსვლებში ისაუბრა მისი შესაძლო დაკავების საფრთხეებზეც, რის გამოც იგი თავს იკავებს საქართველოში ჩამოსვლისაგან. ხაზი გვინდა გავუსვათ, რომ მიხეილ სააკაშვილის მოწმის სახით დაკითხვა გამოძიების ამ ეტაპზე ემსახურება მისი განმარტებების მიღებას სრულყოფილი გამოძიების უზრუნველსაყოფად და არა მის მიმართ სისხლის სამართლის დევნის განხორციელებას და დაკავებას. რაც შეეხება თვით საქმეებს, მათზე გრძელდება ინტენსიური გამოძიება და ნებისმიერი პირის მხრიდან დანაშაულის ჩადენის დადგენის შემთხვევაში პროკურატურა მოახდენს შესაბამის რეაგირებას.

 

ვითვალისწინებთ რა ძიებაში მყოფი საქმეების დიდ საზოგადოებრივ მნიშვნელობას, ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული პროცესებით საერთაშორისო თანამეგობრობის დაინტერესებას, მიხეილ სააკაშვილის, როგორც ყოფილი პრეზიდენტის პოლიტიკურ სტატუსს და გამოძიების წარმატებით დასრულებისთვის მისი, როგორც კარგად ინფორმირებული მოწმის, ჩვენებების განსაკუთრებულ მნიშვნელობას, მთავარი პროკურატურა მიხეილ სააკაშვილს სთავაზობს ტექნიკური საშუალებების (მაგალითად, skype) გამოყენებით დისტანციურად დაკითხვას.

 

ამ შემთხვევაში აღარ იქნება აუცილებელი მისი საქართველოში ჩამოსვლა და, შესაბამისად, ბოლომდე გამოირიცხება მისი შესაძლო დაკავებით გამოწვეული შეშფოთების საფუძველიც. აღნიშნული წინადადება მას გაეგზავნება კანონით დადგენილი ფორმით და მიეცემა ერთ კვირიანი ვადა დისტანციურ დაკითხვასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციის დასაფიქსირებლად.

 

მთავარი პროკურატურა იმედს გამოთქვამს, რომ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თავადაც სათანადოდ მოეპყრობა საკუთარ სტატუსს, იმოქმედებს როგორც კანონმორჩილი მოქალაქე და გამოძიებასთან მოწმის სახით თანამშრომლობით ხელს შეუწყობს დანაშაულის გახსნას და დამნაშავეთა დასჯას, ვინც არ უნდა იყვნენ ისინი. 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !