-
2014-03-27 17:55
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია მედიას მიმართავს. „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გვარამია წერს, რომ „იმდენი ენერგია აქვს, ყველას მოცელავს“:
“ესე იგი, ჩემი არსებობის მთავარი ფორმა FB ყოფილა. გავაუქმე თუ არა ექაუნთი (ბევრ დროს მახარჯვინებს უსაგნოდ), არც მეტი, არც ნაკლები, უგზოუკვლოდ დაკარგულად გამომაცხადეს.
ძვირფასო სააგენტოებო, ცოცხალიც ვარ, რუსთავი 2შიც მშვენივრად ვგრძნობ თავს და სააპელაციო სასამართლოშიც ვებრძვი პროკურატურას. იმდენი ენერგია მაქვს, ყველას მოვცელავ, თქვენ მაგაზე არ იდარდოთ.
გმადლობთ ყურადღებისთვის”, - წერს გვარამია.