-
2014-03-27 15:06
თავისუფლების მოედანზე მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციის მოწინააღმდეგეები რუსეთის დროშით გამოჩნდნენ.
ორგანიზაცია „დედამიწა ჩვენი სახლია“-ს ლიდერი ელგუჯა ხოდელი აქციაზე რუსეთის ეროვნული დროშით მივიდა, რომელიც მას მხარზე ჰქონდა შემოხვეული.
ამას კონტრაქციის წევრებისგან აგრესია მოჰყვა და მას ფიზიჯური შეურაცხყოფა მიაყენეს. ინციდენტის შედეგად სამართალდამცავებმა რამდენიმე პირი, მათ შორის ცოტნე მამულაშვილი დააკავეს.
სიტუაციის დარეგულირების შემდეგ, ელგუჯა ხოდელმა და მისმა თანმხლებმა პირებმა პოლიციის კორდონის დახმარებით, რამდენიმე ადამიანთან ერთად მეტროსადგურ „თავისუფლების მოედნისკენ“ გადაინაცვლეს, სადაც დაპირისპირება კვლავ გაგრძელდა.
ხოდელი სამართალდამცავებმა შემთხვევის ადგილს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მეშვეობით გაარიდეს.