-
2014-03-27 14:12
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაკითხვაზე გამოუცხადებლობის საკითხზე მთავარ პროკურატურაში საგანგებო ბრიფინგი გაიმართება.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბრიფინგი 18:00 საათზე დაიწყება.
მთავარი პროკურატურა, სავარაუდოდ, იმ პროცედურებს განმარტავს, რომელსაც კანონმდებლობა მოწმის დაკითხვაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში ითვალისწინებს.
სააკაშვილი უწყებაში დღეს, 13:00 საათისთვის იყო დაბარებული, თუმცა ყოფილი პრეზიდენტი საქართველოში არ ჩამოსულა.
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2017-01-16 19:16
-
2016-11-07 15:15
-
2016-11-07 13:00
-
2016-09-21 14:26