-
2014-03-27 12:36
თბილისში, ნაძალადევის რაიონში მდებარე ტუბდისპანსერის ბენეფიციარები გაიფიცნენ და საკვებისა და მედიკამენტების მიღებაზე უარს აცხადებენ. ამის შესახებ „აფხაზეთის ხმას“ ერთერთმა პაციენტმა აცნობა.
პაციენტები საავადმყოფოს მთავარ ექიმს ფინანსურ მაქინაციებში, მედიკამენტებისთვის გამოყოფილი თანხის არამიზნობრივად გახარჯვასა და პაციენტებისადმი არაჰუმანურ მოპყრობაში ადანაშაულებენ.
აქცია თავდაპირველად ოცამდე პაციენტმა წამოიწყო, ხოლო ამ დროისთვის, „აფხაზეთის ხმის“ ინფორმაციით, მას 100-ზე მეტი ბენეფიციარი შეუერთდა. როგორც პაციენტები აცხადებენ, ტუბდისპანსერის სამ სართულზე მდებარე პალატებში ამ დროისთვის პაციენტთა უმრავლესობა უკვე შეუერთდა გაფიცვას.