-
2014-03-27 11:56
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გადაცემაში „არჩევანი“ უპასუხა კითხვას: „რა შუაშია პუტინი?“.
„ზოგიერთი კითხულობს – ნუ, კაი რა, რა შუაშია პუტინი! შუაში კი არა, თავშია და ამას თვითონ აღიარებს. უნდა ამ კაცს, რომ თავში იყოს და თქვენ რატომ ართმევთ ამ სიამოვნებას? მიაქციეთ ყურადღება, რომ რუსეთიდან დიდი ფული სულ ორმა ოლიგარქმა წაიღო – აბრამოვიჩმა, რომელიც პუტინის პირადი მოლარეა და ივანიშვილმა.
როცა მას ვკითხე პირადი საუბრის დროს, კითხვა არ გიჩნდება, რატომ გატანენ ამ ფულს-მეთქი? პირდაპირ მიპასუხა: შენ ვერ გიტანენ და მაგიტომო. და ეს თუ იცი, ესე იგი, უნდა ხვდებოდე, ხომ? რა, პუტინს უცებ, ივანიშვილის სიყვარულის ბუშტი გაუსკდა და ფული გამოატანა?“, - კითხულობს მიხეილ სააკაშვილი გადაცემაში „არჩევანი“.