-
2014-03-27 11:24
საქართველოს პრემირმინისტრი ირაკლი რარიბაშვილი მიიჩნევს, რომ ბარაკ ობამას განცხადება იმასთან დაკავშირებითკ, თითქოს საქართველო და უკრაინა ნატოში ინტეგრაციის გზაზე არ დგანან, რეალობას შეესაბამება:
„ჩვენ არ უნდა ვიყოთ ილუზიებში. ყოველთვის რეალურად უნდა შევაფასოთ არსებული სიტუაცია და მოცემულება. ის რაც პრეზიდენტმა ობამამ თქვა, ეს არის აბსოლუტურად ადეკვატური და ეს არის რეალობა, რომ ამ ეტაპზე არ იგეგმება ნატო-ს გაფართოება. ჩვენი ამოცანა და მიზანია მოსახლეობას სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ, მცდარი მოლოდინები არ გავუჩინოთ, როგორც ეს ხდებოდა წინა ხელისუფლების დროს. მაშინ ხდებოდა მოლოდინის აწევა ხელოვნურად და შემდეგ იყო იმედგაცრუება. ჩვენ საპირისპიროს ვთავაზობთ მოსახლეობას და ჩვენ გვსურს მათ რეალობა შევთავაზოთ", - განაცხადა ღარიბაშვილმა.