-
2014-03-26 20:23
ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის შემთხვევაში, ეს შეთანხმება ითვალისწინებს, რომ ოფიციალურმა თბილისმა საკუთარ თავზე პროექტის რეალიზაციის პასუხისმგებლობა აიღოს, რომელიც ირან-ბალკანეთის გაზსადენი მილის მშენებლობას ითვალისწინებს.
ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის ტელეარხი „მეცხრე არხი“, საქართველოს მთავრობის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თუ ეს პროექტი რეალობად იქცევა, ეს იმას ნიშნავს, რომ უახლოეს პერიოდში, ევროპა მზადყოფნას გამოთქვამს ირანის საწინააღმდეგო სანქციების შესუსტებაზე.