-
2014-03-26 17:15
ადვოკატი კობა კობახიძე, რომელიც „ქართული ოცნების“ ერთერთი დამფუძნებელი და პარტიის ყოფილი ადვოკატია, პრემიერმინისტრისა და ეკა ბესელიას პოზიციებს მიხეილ სააკაშვილის დაკიტხვასთან დაკავშირებით, არ ეთანხმება.
„ზონანიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში კობახიძე ამბობს, რომ ეკა ბესელიას მსგავსი განცხადების გაკეთების უფლება არ ჰქონდა, რადგან ადამიანის უფლებათა დამცველია.
ადვოკატი ასევე ეხმიანება პრემიერმინისტრ ღარიბაშვილის განცხადებას იმის თაობაზე, რომ სააკაშვილის მიმართ საერთაშორისო ძებნა გამოცხადდება, თუკი ის დაკითხვაზე არ მივა. ადვოკატი ამბობს, რომ ეს შეცდომაა, რადგან დასაკითხ პირზე საერთაშორისო ძებნის გამოცხადება არ ხდება.
კობა კობახიძე იმ ფაქტსაც იხსენებს, რომ კანონით გათვალისწინებული დისტანციური დაკითხვის შესაძლებლობა, რომელიც საგამოძიებო ორგანოებს აძლევდა უფლებას, ადგილზე მიუსვლელად დაეკითხათ მოწმე, 2013 წლის დეკემბერში გაუქმდა და სწორედ ამ ცვლილებიდან სამ თვეში მოხდა სააკაშვილის დაბარება დაკითხვაზე.