-
2014-03-26 16:01
ვლადიმირ პუტინის ბრძანებით ორგანიზაცია „სამეგრელოს“ ლიდერი ალექსანდრე ჭაჭია ღირსების ორდენით დაჯილდოვდა. ინფორმაცია რუსეთის სამართლებრივი ინფორმაციის ოფიციალურ ინტერნეტ–პორტალზეა გამოქვეყნებული.
როგორც აღწერაშია ნათქვამი, ალექსანდრე ჭაჭია „რუსეთის ფედერაციასთან მეგობრობისა და თანამშრომლობის სფეროში ჩადებული დიდი წვლილის გამო“ ჯილდოვდება.
ბრძანების ტექსტში ალექსანდრე ჭაჭია ჟურნალ „ისტორიული მემკვიდრეობისა“ და გაზეთების „ილორი“ და „საქართველო და მსოფლიო“ გამომცემლადაა დასახელებული.
