საქართველოს პრემიერმინიტრს ირაკლი ღარიბაშვილს აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ ვაშინგტონიდან სამადლობელი წერილი გამოუგზავნა, სადაც მადლობას იხდის, რომ "საზიარო საკითხების ერთად განხილვის შესაძლებლობა" მიეცა, ასევე, მადლობას იხდის საჩუქრის გამო.
როგორც სამადლობელი წერილიდან ჩანს, ირაკლი ღარიბაშვილმა ჯონ კერის სიმბოლური სკულპტურა უსახსოვრა, რომელსაც კერიმ წერილში "გულისამაჩუყებელი" უწოდა.