-
2014-03-26 14:54
„ვფიქრობ, ამ აჟიოტაჟის ატეხვა ერთ მიზანს ემსახურება, რომ არსებითი საკითხებიდან გამოძიების და გამოძიების ნორმალური მსვლელობიდან ყურადღება იქნეს გადატანილი რაღაც სკანდალურ საკითხებზე, რომელიც პრინციპში მხოლოდ ხელს შეუშლის გამოძიებას“,
ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე ნინო ქადაგიძე–ჟვანიამ განაცხადა და დაამატა, რომ საქმის პოლიტიზაცია ხდება:
„გარდა ამისა, აკეთებენ ამ საქმის პოლიტიზაციას, რომ შემდეგ გაიკეთონ ფარი, რომ ამ პოლიტიკური დევნის მიღმა დარჩეს ის სისხლის სამართლის საქმეები, რომელიც რეალურად არსებობს.
რაც შეეხება ჩემი და სააკაშვილის შეხვედრებს. ჩვენ გვქონდა რამდენიმე შეხვედრა, ყველა მათგანის შინაარსი იყო დაახლოებით ერთი და იგივე. ჩვენ მუდმივად ვლაპარაკობდით გამოძიებაზე. მე შემიძლია შევაჯამო ეს შეხვედრები მიშას სიტყვებით. მიშამ მითხრა, მთხოვე რაც გინდა, ოღონდ გამოძიებას თავი დაანებეთ. ეს არის მისი სიტყვები”, – თქვა ნინო ქადაგიძე–ჟვანიამ.