
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მერიის მაღალჩინოსნების დაკითხვა 8 საათზე დიდხანს მიმდინარეობდა.
საქმე თბილისის მერიასა და შპს "სითი პარკს" შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას ეხებოდა.
საგამოძიებო ორგანოს კითხვებს ქონების მართვის სააგენტოს უფროსის მოადგილემ, ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა და მერის მოადგილემ უპასუხეს.
მერიის მაღალჩინოსნება ჟურნალისტებთან დაკითხვის დეტალებზე არ ისაუბრეს.