
„დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერის, ნინო ბურჯანაძის შეფასებით, შესაძლოა საქართველოს პრემირმინისტრი მის მრჩევლებს შეცდომაში შეჰყავთ, რადგან პრემიერს სააკაშვილზე ძებნის გამოცხადება არ შეუძლია:
“შეიძლება, პრემიერ-მინისტრი შეცდომაში შეჰყავს მის მრჩევლებს, ის არ არის იურისტი და არ არის ვალდებული ეს იცოდეს, მაგრამ თუ მისი მრჩევლები არ ეუბნებიან, მინდა, იცოდეს, რომ ნამდვილად ვერ გამოაცხადებს ძებნას სააკაშვილზე, სანამ კონკრეტულ ბრალს არ წაუყენებენ და სანამ ამ ბრალს არ დაუმტკიცებენ. ეჭვი მეპარება, სადმე არსებობდეს ნორმა, რომელიც მოწმის სახით გამოძახებული ადამიანის ექსტრადირებას და გადმოცემას ითვალისწინებდეს”, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ “პოლიტიკის დროში”.