-
2014-03-26 11:05
"ცოდნის ფონდის" დამფუძნებელი კახა ბენდუქიძე აშშ-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაემგზავრა.
პრესსამსახურის განმარტებით, "ცოდნის ფონდის" დამფუძნებელს დაგეგმილი აქვს შეხვედრები როგორც მთავრობის, ასევე, არასამთავრობო, ანალიტიკური წრეების წარმომადგენლებთან.
„კახა ბენდუქიძე სახელმწიფო დეპარტამენტის, ჩარნეგიე Carnegie Endowment for Peace-ის, Atlantic Council-ის და სენატის წარმომადგენლებს შეხვდება. მოხსენებით გამოვა კალიფორნიაში, RAND-ის სადოქტორო სკოლისა და თავისუფალი უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ უკრაინისადმი მიძღვნილ სემინარზე და მონაწილეობას მიიღებს სხვა ღონისძიებებში", - ნათქვამია პრესსამსახურის ინფორმაციაში.