სამართალდამცავებმა კიბერდანაშაულისთვის და 577 742,71 ლარი-ს მითვისებისთვის მამაკაცი დააკავეს

Image

სამართალდამცავებმა კიბერდანაშაულისთვის და დიდი ოდენობით თანხის მითვისებისთვის მამაკაცი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო ამის შესახებ განცხადებას ავრცელებს:

 

 

„შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული, შოთა ჩ. დიდი ოდენობით ფულადი თანხის დაუფლების ბრალდებით დააკავეს.

 

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული 2013 წლის ივნისიდან 2014 წლის იანვრამდე პერიოდულად სარგებლობდა საგადახდო მომსახურების პროვაიდერის – სს „ნოვატექნოლოჯი“-ს ვებგვერდით “www.paybox.ge”. საბარათე ანგარიშის გადახდის პროგრამის საშუალებით, მის სახელზე არსებული სხვადასხვა საბანკო ანგარიშები და ნონლაინტოტალიტაზატორებში საკუთარ ანგარიშებზე რიცხავდა ფულს. შოთა ჩ. თანხის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების მიზნით, სს „ნოვატექნოლოჯი“-სათვის გაგზავნილ ინფორმაციაში, კომპიუტერული ტექნოლოგიების დახმარებით, თაღლითურად ცვლიდა თანხას. ის ხელოვნურად ამცირებდა საბანკო ანგარიშიდან ჩამოსაჭრელი თანხის ოდენობას, ხოლო სს „ნოვატექნოლოჯი“-დან უკანონოდ იღებდა დიდი ოდენობით ფულს. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებით შოთა ჩ. თაღლითურად დაეუფლა სს „ნოვატექნოლოჯი“-ს კუთვნილ 577 742,71 ლარს.

 

სამართალდამცველებმა მისი საცხოვრებელი ბინების ჩხრეკის შედეგად კომპიუტერული ტექნიკა, მეხსიერების ბარათები და ბანკის პლასტიკური ბარათი ამოიღეს.

 

გამოძიება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით სხვისი მოძრავი ნივთის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს)“, - ნათქვამია განცხადებაში. 

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !