-
2014-03-26 09:55
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ქვეყნის მთავრობას ისევ გადამდგარი პრემიერი მართავს, პროკურატურას კი - გადამდგარი მთავარი პროკურორი, რაც იმას ნიშნავს, რომ არსებობს პოლიტიკური ოფშორი, საიდანაც საქართველო იმართება.
ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა „არჩევანში“ განაცხადა:
„ივანიშვილი თანამდებობიდან გადადგა ფორმალურად, იგივე ისტორიაა ფარცხალაძეც - ის აღარ არის პროკურორი იმიტომ, რომ ბანდიტი აღმოჩნდა. მისი ამბავიც ხომ ნაციონალების მოგონილი არ არის, გერმანია ადასტურებს, რომ ჩვეულებრივი ყაჩაღია.
გადადგა ფარცხალაძე, მაგრამ ჩვეულებრივად ზის კაბინეტში და მართავს პროკურატურას. ივანიშვილი აღარ არის პრემიერ-მინისტრი, მაგრამ მართავს მთავრობას. ე.ი. ჩვენ შევქმენით პოლიტიკური ოფშორი, რომელიც ჰაკიმ ფაშაზეა გაფორმებული და იქიდან იმართება საქართველო, ასე იმართება პროკურატურაც, რომელიც შეიძლება მართოს კრიმინალმა და სადაც შეუძლიათ შეთითხნონ საქმეები", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.