-
2014-03-25 22:48
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილი თანაგუნდელებს მოუწოდებს შეწყვიტონ საპროტესტო აქციებზე ფიქრი, ეს დააზარალებს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე,-ამის შესახებ სააკაშვილმა „რუსთავი 2“-ის გადაცემა „არჩევანში“ ისაუბრა:
“მე დავამტკიცე, რომ არაფრის არ მეშინია მითუმეტეს ასეთი ტიპის მუქარების, მე გავარგრძელებ იმას რასაც გავაგრძელებ, მაქვს ბევრი კონკრეტული გეგმა, მსურს არ მივცეთ საბაბი რუსეთს შეაჩეროს საქართველოს ასოცირების ხელშეკრულება.
უკრაინაში რაც მოხდა იმის საფრთხე საქართველოშიც დგას. როგორც კი სააკაშვილი ციხეში აღმოჩნდება, ეს პროცესი ჩერდება, ეს იქნება ტიმოშენკოზე უარესი, სულელები ხომ არ არიან? ყველაფერი კარგად იციან, ის რომ ეს ბრალდებები თითიდან არის გამოწოვილი. ვინ რაც არ უნდა იძახოს, ყველამ კარგად იცის, რომ საქართველოში ნამდვილი ბრძოლა იყო კრიმინალთან, კორუფციასთან და ბრძოლა დასავლური ორიენტაციისთვის.
ჩემი მეგობრები მასობრივ აქციებზე საუბრობდნენ, მაგრამ დღეს მათ ვეუბნები შეწყვიტონ ამაზე ფიქრი და ნუ გავახარებთ მტრის გულს, რადგან ეს საქართველოსთვის დამღუპველი იქნება“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.