-
2014-03-25 21:57
ხვალ, 26 მარტს 11:00 საათზე „პირველი რადიოს“ პრესკლუბში, არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია „საზოგადოებრივი ინციატივას“ წარმომადგენლები შმაგი ჩოხელი და ლაშა ფარულავა პრესკონფერენციას გამართავენ.
ჟურნალისტებთან შეხვედრაზე მთავარი სასაუბრო თემა იაფი კრედიტის გაცემის პროცესი და ამ პროცესისი მონიტორინგისას აღმოჩენილი დარღვევები იქნება. კოალიცია „საზოგადოებრივი ინციატივას“ წარმომადგენლები იაფი კრედიტით მოსარგებლე იმ კომპანიებზე ისაუბრებენ რომელთაც თანხები მიიღეს, ხაზი გაესმევა სოფლის მეურნეობის სამინისტროს შეცდომებს იაფი კრედიტის გაცემისას, ასევე იმ ბუნდოვან და გაუმჭვირვალე პროცესებს, რაც ამ ეტაპზე თანხების გაცემისას არის დაფიქსირებული.