
"თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრის" ხელმძღვანელი, ბაჩო ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილი აცხადებს, რომ გენერალ გოგი თათუხაშვილის ვაჟზე, შალვა თათუხაშვილზე პროკურატურაში ზეწოლა ხორციელდებოდა, რის გამოც ის თვითმკვლელობამდე მივიდა.
მანამდე ანი ნადარეიშვილმა გამოაქვეყნა ადვოკატ გოგა ონიანის დაკავების დროს მისსავე სახლში გადაღებული ვიდეო, სადაც ჩანს, რომ საგამოძიებო პროცესში მონაწილე პირი ვინაობას არ ასახელებს, მიუხედავად ანი ნადარეიშვილისა და დეპუტატ აკაკი მინაშვილის არაერთგზის შეკითხვისა.