
"სამართალდამცავთა დაცვის ლიგა" გმობს დღეს კინოს სახლში მომხდარ ფაქტს და ხელისუფლებას მიმართავს.
ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია:
"არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართალდამცავთა დაცვის ლიგა“ გმობს, დღეს კინოს სახლში გამართული ფილმის ჩვენებაზე, „ევრაზიული ინსტიტუტის“ წევრების მიერ, აგვისტოს ომში დაღუპული რუსი ჯარისკაცებისთვის ფეხზე წამოდგომით პატივის მიგებას.
ამით, იქ მყოფებმა შეურაცხყოფა მიაყენეს, აგვისტოს ომში დაღუპულ თითოეული ქართველის ხსოვნას. ვიზიარებთ რა, სახელმწიფოს მიერ არაერთგზის გაცხადებულ ევროპულ კურსს, ხოლო კინოს სახლში შეკრებილთ შევახსენებთ, რომ რუსეთის იმპერიამ სახელმწიფოებრიობის განსხვავებული ფორმებით, ისეთი ვნება და ზიანი მიაყენა ერთმორწმუნე საქართველოს, რაც ქვეყისთვის არცერთ დამპყრობელს არასდროს მიუყენებია.
რუსეთის გეგმებშია: შიდა ქართლის შეერთება უშუალოდ რუსეთის ფედერაციისადმი, თბილისი–ქუთაისის ცენტრალური მაგისტრალის დაკავება და ქვეყნის გაწყვეტა, აჯანყების მოწყობა ჯავახეთში, რომლის პროცესიც უკვე დაწყებულია. ამ საშინელი საფრთხეების წინაშე მდგარ ქვეყანაში გაბატონებულია დაპირისპირება.
მთელი სიმკაცრით ვგმობთ ყოველგვარ რუსულ, მონღოლურ თუ ყირგიზულ ალიანსში საქართველოს შეყვანის მცდელობას და ვთხოვთ ხელისუფლებას, გააზრებული მოქმედებებით, მოსალოდნელი საფრთხეების თავიდან აცილებას და ევროატლანტიკურ გაერთიანებაში ქვეყნის დროულ გაწევრიანებას".