პრორუსულ ჩვენებაზე შეპარულმა პირმა დამსწრეებს ოკუპანტების ხსოვნისთვის პატივი მიაგებინა და ამხილა

Image

„ევრაზიის კავშირის“ სახელით გამართულ ნატოს საწინააღმდეგო ჩვენებაზე ალეკო კვახაძე შეიპარა, განგებ გააკეთა პრორუსული განცხადებები, შემდეგ კი საქართველოში შემოჭრილი, მოკლული რუსი ოკუპანტების ხსოვნისთვის პატივის მიგება ითხოვა, რაც ნახევარმა დარბაზმა შეასრულა.

 

“მე გავაკეთე პრორუსული განცხადებები, შემდეგ კი ვთხოვე ფეხზე წამოდგომით მიგვეგო პატივი ოკუპანტებისთვის, რომლებიც საქართველოს თავს დაესხნენ და ამ განცხადების შემდეგ დამსწრეთა ნახევარზე მეტი ფეხზე წამოდგა,”- ამბობს კინოს სახლთან მიმდინარე აქციების მონაწილე ალეკო კვახაძე.

 

კვახაძე ჰყვება , რომ ის კინოს სახლში ,,ევრაზიული კავშირის“ ინიციატივით გამართული ფილმის ჩვენებაზე შეიპარა, რათა ისინი საქართველოს ღალატში ემხილებინა.

 

,,ამის შემდეგ მე მათ ვუთხარი, რომ ისინი არიან საქართველოს მოღალატეები და ადრე თუ გვიან საქართველოს სათავეში კვლავ მოვლენ პატრიოტები, რომლებიც საქართველოს მათნაირი ნაგვებისგან გაათავისუფლებენ“, - განაცხადა კვახაძემ.

 

შეგახსენებთ, რომ კინოს სახლში იუგოსლავიის დაბომბვისა და შემდგომი პერიოდის ამსახველი ვითარების შესახებ 30-წუთიანი დოკუმენტური ფილმის ჩვენება მიმდინარეობდა.

 

ამ შეკრებას კინოს სახლის გარეთ საზოგადოების ნაწილი აპროტესტებდა. პარალელური აქციების დროს პროტესტი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, დაკავებულები არიან აქციის მონაწილეები, დაკავებულთა შორის ერთი, ფარნაოზ ჭკადუა, ,,თავისუფალი ზონის" წევრია.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !