-
2014-03-24 12:53
ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელის უილიამ ლაჰიუს განმარტებით, საქართველომ და ნატომ მოვლენებს არ უნდა გაუსწრონ.
ლაჰიუმ კომენტარი გააკეთა, მიხეილ სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარებასთან დაკავშირებით და იმაზეც ისაუბრა, ევროპასა და ნატოში ინტეგრაციის გზაზე შეუქმნის თუ არა ეს პრეცენდენტი პრობლემას საქართველოს.
„ვფიქრობ, რომ ჩვენ არ უნდა გავუსწოთ მოვლენებს, რადგან ეს სამართლებრივი მოვლენაა, მნიშვნელოვანია, რომ არ იყოს პოლიტიკურად მოტივირებული.
მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი ემყარებოდეს კანონებს და დოკუმენტურად გამყარებულ მტკიცებულებებს, ეს მნიშვნელოვანი ასპექტია, ასევე მნიშვნელოვანია, რომ საქართველო გარდამავალ პერიოდში იმყოფება. ეს არ არის ადვილი პროცესი.
მთავარია, რომ არ იყოს შურისძიების, შერჩევითი სამართლის ნიშნები და ხელისუფელბა მიჰყვებოდეს კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპებს. კანონის უზენაესობა მნიშვნელოვანია ამ პროცესში“, - განაცხადა ლაჰიუმ.