-
2014-03-24 12:31
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, თედო ჯაფარიძის განცხადებით, მიხეილ სააკავშილის დაკითხვაზე დაბარების საქმე საგანგაშო არ არის და მისი დრამატიზირება არ შეიძლება:
„ნუ მოვახდენთ ამ საქმის დრამატიზირებას, უამრავი პრეზიდენტი მსოფლიოში, გავიხსენოთ სარკოზი, ბერლუსკონი, ბატონი შირაქი დაუკითხავთ. აქ საუბარი არ არის ვინმეს დაკავებაზე, უბრალოდ პროკურატურას აქვს კითხვები, რომელზედაც სურს რომ პასუხები, ბატონი სააკაშვილისგან მიიღოს“, - განაცხადა თედო ჯაფარიძემ.