
,,საქართველო სხვა ქვეყნებში წარმოებული ნარკოტიკების სატრანზიტო ქვეყანაა,“- აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 2014 წლის საერთაშორისო ნარკოტიკების კონტროლის სტრატეგიის ანგარიში (INCSR) გამოაქვეყნა.
"საქართველოს ასევე აქვს შიდა ნარკოტიკების პრობლემა. ადგილობრივად წარმოებული ამფეტამინის ტიპის სტიმულატორები (ATS), რომელიც "ჯეფისა" და "ვინტის" სახელითაა ცნობილი, ასევე ადგილობრივად წარმოებული დესომორფინის ოპიოდი, რომელიც "კრაკადილის" სახელითაა ცნობილი, პოპულარობით სარგებლობს. სხვა ნარკოტიკებთან ერთად, ჰეროინი, მეტადონი და მარიხუანა ხელმისაწვდომია ადგილობრივ ბაზარზე.
სახლში ასევე შესაძლებელია "კრაკადილის" დამზადება მედიკამენტებთან კოდეინის შერევით, რომელიც რეცეპტით არის ხელმისაწვდომი, თუმცა ფარმაცევტები მას რეცეპტის გარეშე, "დახლს ქვევიდან" ყიდიან.
საქართველოს ხელისუფლებამ ჯერ ვერ შეიმუშავა სახლში დამზადებული სტიმულატორებისა და ოპიოდების სტაბილურად მზარდი გამოყენების წინააღმდეგ ბრძოლის ყოვლისმომცველი მექანიზმი", - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში.