-
2014-03-24 12:01
გეგუთის ციხეში პატიმარი გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, 26 წლის მსჯავრდებულმა თავი მოიკლა.
პატიმრის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას ადასტურებს სასჯელაღსრულების სამინისტრო. გარდაცვალების მიზეზს კი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა სწავლობს.
,,გეგუთის ციხეში პატიმრის გარდაცვალების შესახებ განცხადებას ავრცელებს. "2014 წლის 23 მარტს, დაახლოებით 08:10 საათზე , სასჯელაღსრულების #14 (გეგუთის) დაწესებულებაში 1988 წელს დაბადებული მსჯავრდებული ა.მ. გარდაიცვალა. მომხდარი მალევე ეცნობა ოჯახს. სიკვდილის გამომწვევი მიზეზის დასადგენად კი დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.