-
2014-03-24 11:30
რუსეთის ჯარების უკრაინის აღმოსავლეთ საზღვრებთან გადაადგილების გამო კიევი შეშფოთებას გამოთქვამს,-აცხადებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი.
ანდრეი დეშჩიცა აღნიშნავს, რომ რუსეთის, პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და პირადად პუტინის პოზიციის გამო, სიტუაცია ფეთქებადი გახდა, რუსეთის ლიდერს კი არ სურს მოისმინოს მსოფლიო თანამეგობრობის აზრი, არ სურს გაითვალისწინოს რაიმე არგუმენტი.
"ვცდილობთ გამოვიყენოთ ყველა დიპლომატიური საშუალება, ფინანსური და სავიზო სანქციები, მაგრამ რთულია შეაჩერო პატრიოტი ადამიანები, რომლებსაც არ შეუძლიათ გულგრილად უყურონ როგორ იპყრობს რუსეთი მათ ქვეყანას",-აცხადებს მინისტრი.