
ქუთაისში, ავტომობილი ,რომელშიც სკოლის მოსწავლეები ისხდნენ მოხვევისას ამობრუნდა. საინფორმაციო სააგენტო ,,პირველის“ ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისში, ჯავახიშვილის გამზირზე მოხდა.
შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ავტომანქანაში მყოფმა სამმა პირმა მსუბუქი დაზიანებები მიიღო.
“შემთხვევა მძღოლის გამოუცდელობის ბრალი იყო. მანქანაში სკოლის მოსწავლეები ისხდნენ. ავტომანქანამ მკვეთრად მოუხვია, რის გამოც მძღოლმა საჭის დამორჩილება ვერ მოახერხა და ამოტრიალდა. აქ არც სიჩქარის გადაჭარბება ყოფილა და არც სიმთვრალე“, - აცხადებენ თვითმხილველები ,,პირველთან“ საუბრისას.