ზოდელავა: დამანგრეველი მასალა რომ ყოფილიყო, კბილაშვილს სეიფში დავუტოვებდი?!

Image

საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის, მურთაზ ზოდელავას განცხადებით, საქართველოს ყოფილ ხელისუფლებას ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმის გამოძიებისთვის ხელისშემშლელი მტკიცებულებები არ ჰქონია, შესაბამისად მისივე განცხადებით, ეს მტკიცებულებები გარდაცვალების ოფიციალურ ვერსიას ეჭვქვეშ ვერ დააყენებდა:

 

„ყველაზე დიდი აბსურდი, რომელიც ამ ისტორიაში შეიძლება იყოს, არის ის, თითქოს ჩვენს გამოძიებას ჰქონდა ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა გამოძიების ოფიციალურ ვერსიას, მაგრამ ეს მტკიცებულებები რატომღაც ჩავდეთ საქმეში და დატოვებულია პროკურატურაში. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ საქმის ის ნაწილი, რომელიც იყო დაცული განსაკუთრებულ რეჟიმში, შეიცავდა განსაკუთრებით სათუთ ინფორმაციას და ამიტომ ინახებოდა სეიფში.

 

თუ არსებობდა მტკიცებულებები, რომლებიც გამოძიების ვერსიას ეჭვქვეშ დააყენებდა, მე ჩავდებდი მას სისხლის სამართლის საქმეში და დავუტოვებდი არჩილ კბილაშვილს? თქვენ როგორ ფიქრობთ?

 

ჟვანიას საქმის გამოძიება დასრულდა დიდი ხნით ადრე ჩემს პროკურორად დანიშვნამდე. საქმეში იყო გარკვეული დეტალები, გარკვეული დელიკატური მომენტები, რის გამოც სისხლის სამართლის საქმის ეს ნაწილი ინახებოდა არა მურთაზ ზოდელავას კაბინეტში, არამედ მთავარ პროკურატურაში ყველაზე დაცულ ადგილას – მთავარი პროკურორის კაბინეტში, სეიფში. ეს, რა თქმა უნდა, იყო სისხლის სამართლის საქმის ნაწილი, მოიცავდა ფოტო და ვიდეომასალას არა ამარტო შემთხვევის ადგილის, არამედ შემდგომ, სამედიცინო ექსპერტიზის შესახებ. საქმე იმაშია, რომ ეს არის კონფიდენციალური ინფორმაცია, ვინაიდან იქ იყო განსაკუთრებულად სათუთი საკითხები და სწორედ იმიტომ, რომ ამ ინფორმაციას არ გაეჟონა, ინახებოდა განსაკუთრებით დაცულ ადგილას“, - განაცხადა ზოდელავამ. 

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !