
ერთი საათის უკან ,,ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისთან არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდული ცენტრის" აქცია გაიმართა.
არასამთავრობო ორგანიზაციების წევრების გარდა, ოფისთან მივიდნენ გია კორკოტაშვილი, მელორ ვაჩნაძე და სხვა პირები.
ისინი მოუწოდებდნენ პროკურატურას, დაინტერესდნენ იმ ფოტოებით, რომელიც ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის ცხედრების აღმოჩენის ადგილზეა გადაღებული. აქციის მონაწილეები ,,ნაციონალური მოძრაობის" წევრებს ზურაბ ჟვანიას მკვლელობაში ადანაშაულებდნენ და მათ გასამართლებას ითხოვდნენ.
სამართალდამცველებმა, რომლებიც "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან იყვნენ მობილიზებული, ბორდიურზე წარწერა "მკვლელების" შესრულებისთვის დააკავეს აქციის ერთერთი მონაწილე ირაკლი ქადაგიძე, თუმცა, ის მოგვიანებით გაათავისუფლეს.