
საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი, მურთაზ ზოდელავა მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე მივიდა.
დაკითხვაზე შესვლამდე ზოდელავამ ჟურნალისტებისთვის კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ზურაბ ჟვანიას საქმის დელიკატური შინაარსიდან გამომდინარე, საქმის მასალების გარკვეული ნაწილი მთავრი პროკურორის სეიფში ინახებოდა:
"ჟვანიას საქმის გამოძიება დასრულდა ჩემს პროკურორად დანიშვნამდე დიდი ხნით ადრე. ჟვანიას საქმეში იყო გარკვეული დელიკატური მომენტები, რის გამოც მისი საქმის ნაწილი ინახებოდა არა მურთაზ ზოდელავას კაბინეტში, არამედ პროკურატურის ყველაზე დაცულ კაბინეტში - მთავარი პროკურორის კაბინეტის სეიფში", - განუცხადა ზოდელავამ ჟურნალისტებს.