
ზურაბ ჟვანიას მეგობარი ხათუნა გოგორიშვილი აცხადებს, რომ „იუთუბზე“ და სოციალურ ქსელებში გავრცელებული ფოტოები გამოძიების მასალებშია და მას ზურაბ ჟვანიას მეუღლესთან ერთად აქვს ნანახი.
ამის შესახებ გოგორიშვილმა „დილის კურიერთან“ სატელეფონო საუბარში განაცხადა:
„ეს ფოტოები არის გამოძიების მასალებში და მე ისინი ნანახი მაქვს ზურას მეუღლესთან ერთად. ძალიან მძიმე ფოტოებია. ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაესვას წერტილი ამ თემით სპეკულირებას“, – ამბობს ზურაბ ჟვანიას მეგობარი.