ეზუგბაია: „ცუდია, როცა „საყვარელი დეიდაშვილი“ არ ხარ“; „რკინიგზა ამაყად მიიწევს წინ - „უკან“-ში!...“

Image

„საქართველოს რკინიგზის“ ყოფილი ხელმძღვანელი ირაკლი ეზუგბაია ბიძინა ივანიშვილის მიერ უჩა მამაცაშვილის შესახებ გამოთქმულ მოსაზრებებს ეხმიანება და წერს, რომ „საქართველოს რკინიგზა“, წინსვლის ნაცვლად, უკან მიიწევს, რაც მისთვის სამწუხაროა.

„დაშვებები:

- კეზერაშვილი ჩათული იყო თხევადი ტვირთის გადაზიდვაში, რაც ცუდია;
- „საყვარელი დეიდაშვილი“ ჩართულია თხევადი ტვირთის გადაზიდვაში, რაც კარგია;

 

დასკვნა: ცუდია, როცა არ ხარ „საყვარელი დეიდაშვილი“. 

 

საზოგადოდ გასაგები რომ იყოს, საქმე ეხება გადამზიდავ კომპანიას „ჯორჯიან ტრანზიტი“, რომელიც „საქართველოს რკინიგზის“  სატარიფო პოლიტიკის მიხედვით სარგებლობდა სატარიფო შეღავათით წელიწადში 4მლნ ტონა და მეტი გადაზიდვისას 2004-2012 წწ, ჯამურად წელიწადში დაახლოებით 10მლნ ტონა ტვირთის გადაზიდვის პირობებში. 2011 წლის ჩათვლით, ამ კომპანიის გადაზიდვების ანაზღაურება ხდებოდა ბანკში „ქართუ“  არსებული ანგარიშებიდან. ეს კომპანია შეიძინა „საქართველოს რკინიგზამ“ 2013 წელს. 

 

ამასთან, 2012 წლამდე „საქართველოს რკინიგზის“ მიერ დაკარგულ შემოსავლებზე საუბარი უადგილოა, რადგან მონოპოლისტი კომპანია თავად ადგენს ფასწარმოქმნას. მას შეუძლია გაზარდოს გადაზიდვის ტარიფი ყველა გადამზიდავისთვის უკლებლივ, მათ შორის თხევად ტვირთზე, მათ შორის შეცვალოს ან გაანულოს შეღავათი, ისე როგორც ამას აკეთებდა 2005-2012 წწ განმავლობაში.

 

ასევე, მას შეუძლია გააუქმოს კონტრაქტი. ბუნებრივია, ეს უნდა გააკეთოს ისე, რომ თავად გაიზარდოს, მაგრამ ამასთან იყოს კონკურენტული გადაზიდვების ბაზარზე (ალტერნატიულ სატრანზიტო მიმართულებებთან შედარებით). 

 

ამის ნაცვლად, „საქართველოს რკინიგზამ“ შეიძინა კომპანია „ჯორჯიან ტრანზიტი“ 2013 წელს, და, როგორც ირკვევა, მის კურატორად დანიშნა კერძო პირი - „საყვარელი დეიდაშვილი“. საინტერესო გამოსავალია. 

 

მიმდინარე შედეგები ასეთია: 2013 წელს ჯამური გადაზიდვები შემცირდა 10 პროცენტით, მათ შორის თხევადი ტვირთი. Fitch Ratings მიხედვით ეს მოცულობა წელიწადში 2-3 მხოლოდ პროცენტით გაიზრდება მომავალში. აქ ტერმინი „ტრანზიტში პრობლემებია“ ძალიან მარტივად ჟღერს. 

 

თუმცა, დისკუსიაში შესვლა ძნელია, რადგან „საქართველოს რკინიგზა“ რთული ორგანიზაციაა და ჯერ კიდევ არ არის კარგად გააზრებული ახალი მმართველობის პირობებში: 
- ტვირთი შემცირებულია - არ ჩანს 5 მლნ ტონა თხევადი ტვირთი, რომლის დეკლარირებაც შარშან მოხდა; 
- გაჩერებულია, ან ძალიან ნელი ტემპით მიმდინარეობს მოდერნიზაციის პროექტი;
- შემცირებულია ბიუჯეტში დივიდენდების გადახდა;
- ანაკლიაში პორტის პროექტი გაჩერებულია, ხოლო ალტერნატიული პროექტი მხოლოდ ნახატია ფურცელზე და შესწავლა რეალურად ეხლა მიმდინარეობს; 
- ხელოვნური ბარიერებია თბილისის შემოვლითი გზის პროექტზე.

 

დამატებით, „საქართველოს რკინიგზა“ საკრედიტო რეიტინგის შემცირების რისკის ქვეშ არის, რაც მას კაპიტალის ღირებულებას გაუზრდის და წვდომას საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებისადმი შეუზღუდავს. ასეთი დისკუსიები, ვეჭვობ, რეიტინგზე კარგად მოქმედებდეს. 

ერთი სიტყვით, "საქართველოს რკინიგზა" ამაყად მიიწევს წინ - უკან...ში!

 

სამწუხაროა, ძალიან სამწუხარო!“, - წერს ირაკლი ეზუგბაია.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !