-
2014-03-19 19:17
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ანი მიროტაძემ ბიძინა ივანიშვილის მხრიდან გიორგი მარგევლაშვილის კრიტიკაზე კომენტარი გააკეთა. საქართველოს ყოფილ პრემირმინისტრს მიროტაძემ „საქართველოს პირველი მოქალაქე“ უწოდა:
„რას იტყვით იმაზე, როდესაც კონფლიქტის ზონაში თქვენმა ვაჟკაცმა პრეზიდენტმა მიატოვა უცხოელი სტუმრები, მაგალითად საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და თავად გამოიქცა.
რაც შეეხება ჩვენს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს, თქვენი დაცვა გიორგი მარგველაშვილს არ სჭირდება. ის იყო, არის ჩვენი გუნდის წევრი და ჩვენ ერთად გავაგრძელებთ ბრძოლას ამ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის.
საქართველოს პირველ მოქალაქესაც, ჩვენი პოლიტიკური გუნდის თითოეულ წევრსაც და საზოგადების თითოეულ წევრს აქვს იმის სრული უფლება, რომ თქვას ის, რაც არ მსოწონს“, - განაცხადა ანი მიროტაძემ.