
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს ყოფილი პრემირმინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებებს საგანგებო ბრიფინგით ეხმაურება.
გოკა გაბაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი კვლავ რჩება საქართველოს მთავრობის მმართველად და იგი გარკვეულ საკითხებზე პასუხისმგებლობას ვერ აირიდებს:
„დღეს საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წარმომადგენლების მეშვეობით გავარკვიეთ ბატონი ივანიშვილის ტიტული, ის საქართველოს პირველი მოაქალაქეა. გუშინდელი ინტერვიუთი გავარკვიეთ, რომ ის მართავს დღეს ქვეყანას, საქართველოს პრეზიდენტს. ის არის სრული მმართველი საქართველოს პრეზიდენტისა, მისი მარიონეტისა და მისი წინააღმდეგობა მის გაღიზიანებას იწვევს. მან ასევე ღარიბაშვილი მისი უსიტყვო მორჩილების გამო შეაქო. აღიარა, რომ მისი დეიდაშვილი მართავს საქართველოს მსხვილ ბიზნესს და უჩა მამაცაშვილი ყოველგვარი ჩარევის გარეშე იღებს გადაწყვეტილებებს. მან გამოავლინა სრული უცოდინარობა საერთაშორისო პოლიტიკური საკითხების.
ბატონმა ივანიშვილმა მოახვია საქართველოს საზოგადოებას თავს მარგველაშვილი, და დღეს ის ამას შეცდომად თვლის და აკრიტიკებს მას სრულებით უგვანო ფორმებით. ის აპირებს რომ ერთპიროვნული გადაწყვეტილებებით თბილისელებს თავს მოახვიოს ნარმანია. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ბატონი ივანიშვილი საქართველოს ყველა შტოს მმართევლია და ის ვერავითარ შემთხვევაში ვერ აირიდებს პასუხისმგებლობას სხვადასხვა საკითხებზე“, - განაცხადა გოკა გაბაშვილმა.