
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ხელმოწერის შემდეგ, რომლის საფუძველზეც რუსეთმა ყირიმი რეფერენდუმის გზით შეიერთა "National Geographic"-მა საკუთარ რუკებზე კორექტირება გააკეთა და ყირიმი რუსეთის ტერიტორიას მიაწერა.
ევროპელი ლიდერები, მსოფლიოს ყველა ცივილიზებული ქვეყანა პუტინის ამ ქმედებას აკრიტიკებს და მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენენიტეტს. საერთაშორისო ორგანიზაციები, ევროკავშირის ქვეყნები და სხვა ცივილური ქვეყნები ღიად აცხადებენ, რომ არ ცნობენ უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის ინიციატივით ჩატარებულ რეფერენდუმს, რომლის საფუძველზეც რუსეთმა ყირიმი შეიერთა .