-
2025-10-16 12:59
მიკრობანკი ემბისი კორპორაციული პასუხისმგებლობის მიმართულებით მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას აგრძელებს.
კომპანიის მხარდაჭერით, საქართველოს მასტერსის საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაციის გუნდმა - Aquamasters Alliance-მა, სინგაპურში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა.
საწყლოსნო სპორტის სახეობათა მასტერსის მსოფლიო ჩემპიონატი 25-დან 95+ წლამდე ასაკის კატეგორიაში 10,000-მდე სპორტსმენს აერთიანებდა. Aquamasters Alliance-ი ასპარეზობაში ღირსეულად ჩაერთო და შესანიშნავი შედეგები აჩვენა: თითოეულმა მონაწილემ გააუმჯობესა პირადი შედეგი ინდივიდუალურ გაცურვებში, გუნდმა კი ტოპ ათეულში საპატიო ადგილი დაიკავა.
ჩემპიონატი მოიცავდა 5 დისციპლინას: ცურვა, ღია წყალზე ცურვა, მხატვრული ცურვა, წყალში ხტომა და წყალბურთი.
ემბისი მხარს უჭერს ქართულ სპორტს და ზოგადად, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას ქვეყანაში. კომპანიისთვის სპორტული ინიციატივების მხარდაჭერა არ არის მხოლოდ კორპორაციული პასუხისმგებლობა - ეს არის წვლილი ჯანსაღი, აქტიური და წარმატებული საზოგადოების მშენებლობაში.
